საქართველოში საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა თურმე იკრძალება. იმის გასარკვევად, თუ როგორ იცავენ ამ კანონს, ვესტუმრეთ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც გავესაუბრეთ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსს-ეკა ბერიძეს. ქალბატონმა ეკამ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზეც ამომწურავად გვიპასუხა. მერიაში ბევრგან შევნიშნეთ თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნიშნები და ფოტოებზეც დავაფიქსირეთ.
ვეწვიეთ აგრეთვე სხვადასხვა კერძო დაწესებულებას: ბანკებს, ოფისებს, კაფეებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან გვეუბნებოდნენ, ჩვენთან აკრძალულია მოწევაო, არსად ჰქონდათ თვალსაჩინოდ მითითებული აბრის სახით ეს აკრძალვა... სამწუხაროოოოდ...
ჩვენ მათ ვურჩიეთ, რომ მოთხოვნა თვალსაჩინო ადგილას გაეკეთებინათ, ზოგიერთისგან დაპირებებიც მივიღეთ.
...თუმცა აღმოვაჩინეთ ერთადერთი კაფე ,,LAVAZZA", სადაც თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნიშანი ჰქონდათ გაკრული.... ამ ფაქტმა იმედი ჩაგვისახა და ცოტა დაგვამშვიდა...ვიღაც მაინც ზრუნავს ჩვენზეეეე...
ჩვენ ვისურვებდით, რომ რეგიონებში არსებობდეს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული კუთხით არსებულ სიტუაციას... (სამწუხაროდ არის ისეთი ადგილები, სადაც ჩვენი აზრით აკრძალული უნდა იყოს მოწევა, მაგრამ ... ).