Monday, October 12, 2015

დღე პირველი



მოგესალმებით!
  ბლოგების კონკურსის ,,პლანეტა თაბმბაქოს კვამლის გარეშე" შესახებ შევიტყვეთ ჩვენი ფიზიკის მასწავლებლისაგან, რომელმაც კონკურსის პირობები, ბლოგის შეფასების კრიტერიუმები და მოსალოდნელი  შედეგები დეტალურად გაგვაცნო, ხოლო რადგან ჩვენ გვქონდა ბლოგის შექმნის და პროექტებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება, გადავწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა და შევთანხმდით ჯგუფის შემადგენლობაზე.
   საკითხი, რომელსაც ბლოგის თემა შეეხება, ჩვენი აზრით ძალიან აქტუალური და ამავე დროს საკმაოდ მრავლისმომცველია. რადგან შეფასების კრიტერიუმებში გვირჩევდნენ, რომ იდენტიფიცირებული ყოფილიყო ერთი კონკრეტული პრობლემა, რომლის ირგვლივაც აეწყობოდა ბლოგი, ჩვენ გადავწყვიტეთ საკვლევ თემად აგვერჩია პასიური მწეველებზე თამბაქოს კვამლის გავლენა, ხოლო ბლოგის დასახელებად-,,სიკვდილი, რომელიც ბოლავს".
   მაია მასწავლებელმა გვირჩია, რომ კვლევისთვის პროექტის სახე მიგვეცა.
  შევადგინეთ სამუშაო გეგმა:
  • ჯგუფის ელ. ფოსტის შექმნა- pasiurimweveli@gmail.com ;
  • ბლოგის პროფილის შექმნა- pasiurimweveli@blogspot.com ;
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
  • კონსულტაცია ბიოლოგიის მასწავლებელთან;
  • კონსულტაცია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან;
  • კითხვარის შედგენა და ქუჩის გამოკითხვა;
  • ვიზიტი საჯარო დაწესებულებაში;
  • ვიზიტი კერძო დაწესებულებაში;
  • ყველა განხორციელებული აქტივობის ამსახველი მასალის შეგროვება და ფოტოგალერეის შექმნა;
  • შედეგების ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ანტირეკლამის გაკეთება;
  • ყველა მასალისა და რესურსის განთავსება ბლოგში ჩაშენებულ მოდულებში  
   ძალიან ვეცდებით, რომ ვიყოთ კრეატიულები და გამორჩეულები, იმედი გვაქვს ყველაფერი გამოგვივა!!!



No comments:

Post a Comment