Wednesday, October 14, 2015

დღე მესამე


დღეს დღესასწაულია, ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
 მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლაში არ ვართ, ჩვენ მაინც შევიკრიბეთ, ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის. თუ წვიმამ არ შეგვიშალა ხელი, ქუჩის გამოკითხვას ჩავატარებთ, კითხვებიც ჩამოვაყალიბეთ, იმედი გვაქვს, გულისხმიერი რესპოდენტები შეგვხვდებიან და ჩვენს კითხვებზე პასუხს თავს არ აარიდებენ! გამოიკითხებიან რესპოდენტები სხვადასხვა კატეგორიიდან: მამაკაცები, ქალბატონები, მოზარდები.

ეს კითხვებია:
  • ხართ თუ არა თამბაქოს მომხმარებელი?
  • არის თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი  თამბაქოს მომხმარებელი?
  • ეწევით (ეწევიან) თუ არა ოთახში?
  • იცით თუ არა რას ნიშნავს პასიური მწეველი?
  • იცით თუ არა რა ზიანს აყენებს პასიურ მწეველს თამბაქოს კვამლი? 
გარდა ამისა, გაგვიჩნდა იდეები, როგორი სახით გავაკეთოთ თამბაქოს ანტირეკლამა...

No comments:

Post a Comment