Tuesday, October 13, 2015

დღე მეორე

 თამბაქოს კვამლი რა საშინელება ყოფილაააა...  რამდენჯერ აღმოვჩენილვართ მწეველების გარემოცვაში, ვერც კი წარმოვიდგენდით, რამხელა რისკის ქვეშ დაგვიყენებია ჩვენი ჯანმრთელობა...



 არა, ნამდვილად აღარავის მივცემთ უფლებას მოწიონ იქ, სადაც სხვები არ ეწევიან, მითუმეტეს იქ, სადაც ბავშვები იმყოფებიან.
  ინფორმაციის მოძიებისას წავაწყდით ვიდეოფილმებსაც, რომლებმაც ნათლად დაგვანახა თამბაქოს კვამლის საშიშროება  და საკმაოდ შეგვაძრწუნა კიდეც.
აი ერთ-ერთი მათგანი:

 კონსულტაციები გავიარეთ ბიოლოგიის მასწავლებელ, თამარ ჯინჭველაძესთან, რათა არჩეულ პრობლემას ძალიან შორს არ წავეყვანეთ და მისგან მეტად საჭირო რეკომენდაციები მივიღეთ.

 შემდეგ დავინტერესდით, საქართველოში კანონით რამდენადაა დაცული ადამიანი პასიური მოწევისაგან და კითხვით მივმართეთ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ლია კუბლაშვილს, იკრძალება თუ არა საჯარო ან კერძო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა.

ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რას გამოვიკვლევთ ასეთ ორგანიზაციებში ვიზიტის დროს

No comments:

Post a Comment