ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები

 
 კონკურსმა ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე" უდიდესი გამოცდილება და გამბედაობა შეგვძინა. მივხვდით, რომ პრობლემა, რომელიც საკვლევ თემად ავირჩიეთ და შევისწავლეთ, უაღრესად აქტუალური და მეტად მტკივნეულია. ეს მსოფლიო დონის პრობლემაა და მასთან საბრძოლველად ყველა-დიდი და პატარა, მიუხედავად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ, ყველა ხერხითა თუ მეთოდით დავიცვათ ჩვენი პლანეტა (ფართო გაგებით) თამბაქოს კვამლისაგან!
 ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს და გვინდა ვუთხრათ  მოზარდებს, ჩვენს თანატოლებს: გახსოვდეთ, თამბაქო ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით მწეველს იწირავს, ნუ ჩადგებით მათ რიგებში, ნუ ჩაკიდებთ ხელს სიკვდილს!

რეკომენდაციები:
  • გაიგეთ მეტი თამბაქოს მავნებლობის შესახებ და გვერწმუნეთ, სურვილიც აღარ გაგიჩნდებათ მისი მოხმარების;
  • თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ხშირად გაუკეთეთ ანტირეკლამა თამბაქოს მოხმარებას;
  • გახსოვდეთ, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა არამწეველისათვის გაცილებით ადვილია, ვიდრე მწეველისათვის თავის დანებება;
  • თუ თქვენ უკვე მოიხმართ თამბაქოს:  
-ეცადეთ შეამციროთ დღეში მოსაწევი ღერების რაოდენობა;
-თავი აარიდეთ მწეველთა საზოგადოებაში ყოფნას;
-მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელიც ასოცირდება მოწევასთან (საფერფლე, სანთებელა...);
-მოწიეთ მხოლოდ გარეთ (აივანზე) ან მოსაწევად განკუთვნილ ადგილას;
-მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვები, მოზარდები თამბაქოს ბოლს;
-მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში;

ჩვენ გვჯერა, თუ ყველაფერ ამას  გულით მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ!
ისიამოვნეთ ცხოვრებით, ის ხომ მშვენიერია!!!

No comments:

Post a Comment